ინტერი მაიამი (საფეხბურთო კლუბი)
ამერიკული საფეხბურთო კლუბი / From Wikipedia, the free encyclopedia
ინტერი მაიამი (ინგლ. Inter Miami) — ამერიკული საფეხბურთო კლუბი ქალაქ მაიამიდან. 2020 წლიდან თამაშობს MLS-ში, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში.
სრული სახელი | Club Internacional de Fútbol Miami | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
The Herons Vice City (El) Inter El Inter de Miami[1] | ||
დაარსდა | 29 იანვარი, 2018; 6 წლის წინ (2018-01-29) | ||
სტადიონი |
„ჩეიზ სტეიდიუმი“ ფორტ-ლოდერდეილი, ფლორიდა (ტევადობა: 21 550[2]) | ||
პრეზიდენტი | დეივიდ ბეკჰემი | ||
მწვრთნელი | ხერარდო მარტინო | ||
კაპიტანი | ლიონელ მესი | ||
ლიგა | აღმოსავლეთ კონფერენცია (MLS) | ||
2023 | მე-14 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
კლუბი ეკუთვნის Miami Beckham United-ის ინვესტორთა ჯგუფს, რომელსაც დეივიდ ბეკჰემი ხელმძღვანელობს. კლუბმა საერთაშორისო ყურადღება ჯერ კიდევ მის დაარსებამდე მიიპყრო, კლუბის პრეზიდენტისა და თანამფლობელის, დეივიდ ბეკჰემის წყალობით, შემდეგ კი 2023 წელს, როდესაც ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ლიონელ მესიმ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შემდეგ, კლუბმა თავისი პირველი ოფიციალური ჯილდო — ლიგის თასი 2023 — კონკაკაფის ჩრდილოეთ ამერიკის ზონალური შეჯიბრი მოიგო, რამაც ასევე პირველად მოუპოვა „ინტერ მაიამის“ კვალიფიკაცია კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე (ინგლ. CONCACAF Champions Cup, ესპ. Copa de Campeones CONCACAF) — ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის უმთავრეს კონტინენტალურ საფეხბურთო ტურნირზე.