![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
ირი
From Wikipedia, the free encyclopedia
ირი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, წედისის თემში.[2] მდებარეობს მდინარე ჯეჯორას მარჯვენა სანაპიროზე, ონი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე, ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ქალაქ ონიდან დაშორებულია 11 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ირი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარერაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ონის მუნიციპალიტეტი |
თემი | წედისი |
კოორდინატები | 42°31′00″ ჩ. გ. 43°33′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1262 მეტრი |
მოსახლეობა | 43[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში 1991 წლის მიწისძვრამდე მუშაობდა ბარიტის გამამდიდრებელი ფაბრიკა (ამდიდრებდა ჩორდის ბარიტის საბადოს მადანს).[3] აქვე იყო საბადოს სამმართველოც.
სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნეში. შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიის ნანგრევები. სოფლის მახლობლად გზის პირას ტყეში აღმართულია X საუკუნის მოჩუქურთმებული კანკელის ფილა. მორთულობის ხასიათით უახლოვდება ფოთოლეთის კანკელს (ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). როგორც ჩანს, ადრე აქ მდგარა ეკლესია, რომლისგანაც ამ ფილის გარდა არაფერი დარჩა.