ისპაანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისპაანი, ისპაჰანი ან ესფაჰანი (ძვ. სპარსულით ასპადანა, შუა სპარსულით სპაჰანი, სპარს. اصفهان) — ქალაქი ირანში. მდებარეობს თეირანიდან 340 კმ-ში, ისპაჰანის პროვინციის დედაქალაქი და ირანის სიდიდით მესამე ქალაქი (თეირანის და მეშჰედის შემდეგ). 2000 წელს მოსახლეობა 2.040.000 ადამიანს შეადგენდა. ირანის ყოფილი დედაქალაქი, XVI-XVII საუკუნეებში.
ისპაჰანის იმამის მოედანი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ქალაქში ასევე მრავლადაა მე-11 საკუნის და გვიანდელი ისლამური არქიტექტურის ნიმუშები. მისი მოსახლეობის ეროვნულმა და რელიგიურმა სიჭრელემ აქიტექტურაში და მის მხატვრობაში ქრისტიანული და ისლამური კულტურის საინტერესო სინთეზი მოგვცა. ამის მაგალითია ისპაჰანის შაჰის სასახლის, „ჩეჰელ სოთუნის“ (40 სვეტის), კედლების რელიფური მოხატულობა და წარწერები.
ისპაჰანის სილამაზეს და არქიტექტურულ ხიბლს გარკვეულწილად განსაზღვრავს მდინარე „ზაიანდე რუდი“ და მასზე გადებული ხიდები, რომელთა შორის აღსანიშნავია „პოლ-ე ხაჯუ“ და „სი-ო-სე-პოლი“. ეს უკანასკნელი (რომლის თარგმანი იქნება „ოცდაცამეტი ხიდი“) შაჰ აბასის სეფაჰსალარის, ალავერდი-ხანი უნდილაძის აშენებულია.