![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Eataly_Las_Vegas_-_Feb_2019_-_Sarah_Stierch_08.jpg/640px-Eataly_Las_Vegas_-_Feb_2019_-_Sarah_Stierch_08.jpg&w=640&q=50)
იტალიური ღვინო
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიური ღვინო — იტალიის ყველა რეგიონში წარმოებული ღვინო. იტალიაში მდებარეობს მსოფლიოში უძველესი ღვინის მწარმოებელი რეგიონები და არის მსოფლიოში ღვინის უდიდესი მწარმოებელი. 2018 წელს იტალიამ შეადგინა გლობალური წარმოების 19 %, წინ უსწრებს საფრანგეთს (17 %) და ესპანეთს (15 %). [1] იტალიური ღვინო ექსპორტზე გადის მთელ მსოფლიოში და პოპულარობით სარგებლობს იტალიელებში, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 42 ლიტრს მოიხმარენ, ამ მონაცემებით იტალია მეხუთე ადგილზეა მსოფლიო ღვინის მოხმარებაში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/79/Eataly_Las_Vegas_-_Feb_2019_-_Sarah_Stierch_08.jpg/640px-Eataly_Las_Vegas_-_Feb_2019_-_Sarah_Stierch_08.jpg)
ეტრუსკები და ბერძენი მკვიდრები იტალიაში ღვინოს აწარმოებდნენ რომაელებამდე, რომლებმაც საკუთარი ვენახები გაშენეს ახ.წ. II საუკუნეში. რომაელებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ვაზის ფართობი იტალიაში მევენახეობისა და მეღვინეობის ეფექტური მეთოდების გამოყენებით და გამოიმუშავეს ფართო მასშტაბის წარმოებისა და შენახვის ტექნიკა, კერძოდ, ბარელის დამზადება და ჩამოსხმა. [2]