From Wikipedia, the free encyclopedia
იუვასკიულიის უნივერსიტეტი (ფინ. Jyväskylän yliopisto) — უნივერსიტეტი ცენტრალურ ფინეთში, ქალაქ იუვასკიულიაში. უნივერსიტეტი შეიქმნა ქვეყნის პირველი ფინურენოვანი მასწავლებელთა კოლეჯის საფუძველზე XX საუკუნის დასაწყისში. ამჟამად უნივერსიტეტში მუშაობს 2 500 თანამშრომელი, და სწავლობს 15 000-მდე სტუდენტი.[1] 2015 წელს უნივერსიტეტმა მიანიჭა 1261 ბაკალავრის, 1486 მაგისტრის და 160 დოქტორის ხარისხი.[7]
იუვასკიულიის უნივერსიტეტი | |
---|---|
Jyväskylän yliopisto | |
ლათ. Universitas Jyväskyläensis | |
დევიზი | Amica veritas (ქართ. სიმართლე მეგობარია) |
დაფუძნდა | 1934 |
ტიპი | საჯარო |
თანამშრომელი | 2 500 [1] |
რექტორი | მატტი მანნინენი |
პრორექტორი | ჰელენა რასკუ-პუტტონენი; კაისა მიეტტინენი |
სტუდენტი | 14 774 [1] |
ქალაქი | იუვიასკიულია |
ქვეყანა | ფინეთი |
კავშირები | ORCID[2] [3] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] , FinELib[5] და Coalition for Advancing Research Assessment[6] |
https://www.jyu.fi/en |
იუვასკიულიის უნივერსიტეტის ისტორია სათავეს იღებს 1863 წლიდან, როდესაც „ფინური დაწყებითი სასკოლო სისტემის მამად“ წოდებულმა უნო სიგნეუსმა ქალაქში დააარსა იუვასკიულიის მასწავლებელთა სემინარია. პედაგოგიური განათლება დღემდე რჩება უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად.[8] 1930-იანი წლებისთვის სემინარიას გარდაიქმნა იუვასკიულიის პედაგოგიურ კოლეჯად. კოლეჯს ამავე დროს ნება დაერთო მიენიჭებინა დოქტორის ხარისხები. 1960-იან წლებში სასწავლებლის პროფილი გაცდა პედაგოგიურ განათლებას, რის შედეგადაც კოლეჯოს სახელი შეიცვალა და დაერქვა იუვასკიულიის უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მხარე იმართება უმაღლესი საბჭოს მიერ რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. აკადემიური კოლეგია შედგება 30 წევრისგან. კოლეგიის მოვალეობებში შედის, უმაღლესი საბჭოს წევრების რაოდენობის დადგენა და ფინანსური გადაწყვეტილებების დამტკიცება.[9]
უნივერსიტეტის რექტორი უშუალოდ ხელმძღვანელობს ექვს ფაკულტეტს და უნივერსიტეტში შემავალ სხვა ორგანიზაციებს. უნივერსიტეტის ექვსივე ფაკულტეტს ჰყავს საკუთარი დეკანი, რომელსაც ექვემდებარება ფაკულტეტში შემავალი დეპარტამენტების თავმჯდომარეები. 2012 წლიდან იუვასკიულიის უნივერსიტეტის რექტორი არის პროფესორი მატტი მანნინენი.[9]
უნივერსიტეტი შედგება ექვსი ფაკულტეტისგან:[10]
უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს რამდენიმე ორგანიზაცია და კვლევითი ინსტიტუტი:
იუვიასკიულიას უნივერსიტეტის მთავარი, ისტორიული კამპუსი განლაგებულია სემინარიმიაკიზე (ქართ. სემინარიის გორა). სემინარიმიაკის კამპუსი არის პირველი ფინურ-ენოვანი მასწავლებელთა კოლეჯის დაარსების ადგილი საიდანაც სათავეს იღებს იუვიასკიულიას უნივერსიტეტი.[8] XX საუკუნის განმავლობაში კამპუსი ფართოვდებოდა. ამ პროცესში მონაწილებოდა ცნობილი ფინელი არქირექტორი ალვარ აალტო. 1970-იან წლებში დაიწყო უნივერსიტეტის ახალი კამპუსების, აგორას და იულისტიონრინნეს, მშენებლობა. კამპუსები აშენდა ტბა იუვიასიარვის ორ ნაპირზე, სემინარიმიაკიდან 10 წუთის სავალზე. ახალი კამპუსების დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ არტო სიპინენს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.