იუნანის მედიცინა
From Wikipedia, the free encyclopedia
იუნანის მედიცინა (ურდ. طب یونانی, tibb yūnānī) —სპარსულ-არაბული ტრადიციული მედიცინა, რომელიც გამოიყენება სამხრეთ აზიისა და თანამედროვე შუა აზიის მუსლიმურ კულტურაში. იუნანის მედიცინა ფსევდომეცნიერებად ითვლება.[1][2]
ძველი ბერძნული მედიცინის მსგავსად, იუნანის მედიცინა ემყარება ოთხი კლასიკური სითხის კონცეფციას: ლიმფური (ბალხამი), სისხლი (დამ), ყვითელი ნაღველი (საფრა) და შავი ნაღველი (საუდა), მასზე აგრეთვე გავლენა მოახდინა ინდურმა და ჩინურმა ტრადიციულმა სისტემებმა.[3]
ინდოეთის უზენაესი სასამართლო და ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია იუნანის, აიურვედას და სიდჰების სამედიცინო ტრადიციებს შარლატანობად თვლიან. იმ ექიმებთან დაკავშირებით, რომლებიც თავს ტრადიციულ მედიცინის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებად მიიჩნევენ, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ 2018 წელს განაცხადა, რომ ” არაკვალიფიციური შარლატანები, რომლებსაც არ აქვთ მიღებული სამეცნიერო ცოდნა და არ გაუვლიათ საჭირო მომზადება აკრედიტირებულ ინსტიტუტებში დიდ საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას და თამაშობენ ადამიანების სიცოცხლით“. [4][5][6]