From Wikipedia, the free encyclopedia
2013 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ მაკედონიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 1 ძეგლია, რაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (981 - 2013 წლისთვის) 0,1 %-ია. ჩრდილოეთ მაკედონიის ერთადერთი ძეგლი სიასი შეტანილია შერეული კრიტერიუმებით. ობიექტი წარმოადგენს როგორც კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს (კრიტერიუმი i), ასევე წარმოადგენს ბუნების საოცრებას (კრიტერიუმი vii). 2012 წლის მონაცემებით ჩრდილოეთ მაკედონიაში ასევე არის 3 ძეგლი, რომელიც შეტანილია იუნესკოს საცდელ სიაში[1]. 1997 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ მაკედონიამ მოახდინა კულტურული და ბუნების ძეგლების დაცვის კონვენციის რატიფიცირება[2]. თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიის ერთადერთი ობიექტი შეტანილია 1979 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანა წარმოადგენდა იუგოსლავიის სფრ-ს შემადგენელ ნაწილს.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ქალაქი ოჰრიდი და ოჰრიდის ტბა — კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები და ბუნებრივი გარემო (მაკედ. Природно и културно богатство на Охридскиот регион) | სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი | IX საუკუნე | 1979, 1980 წწ. | 99 | i, iii, iv, vii |
ცხრილში ობიექტები შეტანილია საცდელ სიაში მათი შეტანის თარიღის მიხედვით.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | საცდელ სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სლატინსკი-იზვორის მღვიმე (მაკედ. Пештера Слатински извор) | რეგიონი: სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი | — | 2004 | 1917 | vii, viii, ix | |
2 | მარკოვი-კული (მაკედ. Маркови Кули) | რეგიონი: პელაგონია | XIII—XIV საუკუნეები | 2004 | 1918 | vii, viii, ix | |
3 | კოკინოს არქეო-ასტროლოგიური ძეგლი (მაკედ. Мегалитската опсерваторија Кокино) | რეგიონი: ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი | ძვ. წ. XVIII საუკუნე | 2009 | 5413 | i, ii, iii |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.