ფილიპინების პროვინცია From Wikipedia, the free encyclopedia
იფუგაო (ტაგალ. Lalawigan ng Ifugao; ილოკ: Probinsia ti Ifugao) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია ლაგავე. დასავლეთიდან ბენგეტი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — მთის პროვინცია, აღმოსავლეთიდან — ისაბელა, ხოლო სამხრეთიდან — ნუევა-ვისკაია.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
იფუგაო ტაგალ. Ipugaw | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
ადმ. ცენტრი | ლაგავე | ||||
შიდა დაყოფა | აგინალდო (იფუგაო), ალფონსო-ლისტა, ასიპულო, ბანაუე, ინგიონი, უნგდუანი, კიანგანი, ლაგავე, ლამუტი (იფუგაო), მაიოიაო და ტინოკი | ||||
კოორდინატები | 16°50′00″ ჩ. გ. 121°10′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Jerry Dalipog | ||||
დაარსდა | 18 ივნისი, 1966 | ||||
ფართობი | 2628.21 კმ² | ||||
მოსახლეობა | 207 498 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 74 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3600–3610 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ifugao.gov.ph/ | ||||
| |||||
პროვინციის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ფილიპინების კორდილიერის მთიანეთის ბრინჯის ტერასები და ბანაუს ბრინჯის ტერასები. გადმოცემის მიხედვით, აღნიშნული ტერასები 2 000 წლის წინ ადამიანებმა ცარიელი ხელით გაიყვანეს ბრინჯის მოსაყვანად, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ისინი უფრო გვიანაა გაკეთებული. 1995 წელს ფილიპინების კორდილიერის ბრინჯის ტერასები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.[2] 2008 და 2015 წელს იფუგაოს გალობა და ტუგინგის რიტუალები და თამაშები იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[3][4]
იფუგაოს სახელწოდება წარმოდგება i-pugo-დან, რომელიც ითარგმნება როგორც „ბორცვის ხალხი“.[5] სხვა ვერსიით, პროვინციის სახელწოდება შეიძლება მომდინარეობდეს სიტყვიდან 'pugaw, რაც „კოსმიურ მიწას“ ნიშნავს ან სიტყვიდან ipugaw, რაც „მოკვდავებს“ ნიშნავს.[6] კიდევ ერთი ვერსიით, პროვინციის სახელწოდება შეიძლება დაკავშირებული იყოს სიტყვასთან ipugo, რაც ადგილობრივთა მითოლოგიაში მარცვალს აღნიშნავს, რომელიც მარცვლეულის ღმერთმა მატუნგულანმა ადამიანებს მისცა.[6]
1908 წლის 18 აგვისტოს ფილიპინების კომიის მიერ 1876-ე აქტის ამოქმედების შემდეგ იფუგაო ნუევა-ვისკაიას გამოეყო[7] და ამბურაიანთან, აპაიაოსთან, ბენგეტთან, ბონტოკთან, კალინგასთან და ლეპანტოსთან ერთად ახლად შექმნილ მთის პროვიცნიას შეუერთდა.[8][9][10][11]
მეორე მსოფლიო ომის ბოლო წელს იფუგაო ომის ცენტრად იქცა, როდესაც გენერალმა ტომოიუკი იამაშიტამ ამერიკელებისა და ფილიპინელების თანამეგობრობის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საკუთარი ჯარები ნაპულავანის მთასთან გაამაგრა. საბოლოოდ 1945 წლის 3 სექტემბერს იამაშიტა ჯონ ჰეის საჰაერო სადგურზე ამერიკელებს დანებდა.[12]
1966 წლის 18 ივნისს 4695-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ, როდესაც მთის პროვინცია ოთხ პროვნციად (ბენგეტი, მთის პროვინცია, კალინგა-აპაიაო, იფუგაო) გაიყო, იფუგაო რეგულარულ პროვინციად გამოცხადდა.[5][13] იფუგაო და კალინგა-აპაიაო კაგაიანის ხეობის რეგიონის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა.[8][14] კიანგანის რთული რელიეფის გამო, პროვინციის დედაქალაქი კიანგანიდან ლაგავეში გადაიტანეს.
1987 წლის 15 ივლისს პრეზიდენტმა კორასონ აკინომ 220-ე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი შეიქმნა და იფუგაო ახლად შექმნილი რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[8][15][16]
იფუგაოს ფართობი 2 628.21 კმ²-ია. პროვინცია ლუსონზე, კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იფუგაოს დასავლეთიდან ბენგეტი, აღმოსავლეთიდან — ისაბელა, ჩრდილოეთიდან — მთის პროვინცია, ხოლო სამხრეთიდან — ნუევა-ვისკაია ესაზღვრება. პროვინცია ცენტრალური კორდილიერის მთიანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. პროვინცია მასიური ტყეებით, მდინარეთა ხეობებითა და ბორცვებითაა დაფარული.
იფუგაო 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რომლებიც 1 საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება. პროვინცია 175 ბარანგაის მოიცავს. 2010 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი მოსახლეობა სანტა-მარიის ბარანგაის ჰყავ, ხოლო ყველაზე მცირე — ლეგავეში მდებარე ბანგის ბარანგაის.
იფუგაოში წვიმების სეზონი ივლისიდან იანვრამდე გრძელდება.
2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 202 802 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 77 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
2000 წლის მონაცემებით, იფუგაოს ხალხი პროვინციის მოსახლეობსი 67.91%-ს შეადგენდნენ. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს იყვნენ: ილოკანოები — 13.73% (22 171 ადამიანი), კალაგანები — 8.64% (13 946 ადამიანი), აიანგანები — 6.15% (9 935 დამიანი) და კენკანაები — 0.46% (1 037 ადამიანი).
2008 და 2015 წლებში იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იფუგაოს ორი ძეგლი შეიტანა. 1995 წელს იუნესკომ იფუგაოს ერთი ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[2]
1995 წელს იუნესკომ ბანაუს ბრინჯის ტერასები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბრინჯის ტერასები ადგილობრივმა უძველესმა მოსახლეობამ შექმნა. ვარაუდობენ, რომ ტერასები მინიმალური აღჭრვილობით, მეტწილად ცარიელი ხელებით იქნა გაჭრილი. ბრინჯის ტერასები ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი დაახლოებით 10 360 კმ² ტერიტორიას მოიცავს. ტერასები აღჭურვილია საირიგაციო სისტემით, რომელსაც წყალი მაღლა მდებარე ტროპიკული ტყეებიდან ჩამოაქვს. პროვინციის მოსახლეობა დღემდე იყენებს ამ ტერასებს ბრინჯისა და სხვა კულტურების მოსაყვანად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.