კავენდიშის ლაბორატორია
From Wikipedia, the free encyclopedia
კავენდიშის ლაბორატორია — კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ლაბორატორია შეიქმნა 1874 წელს და გახდა პირველი სამცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს შეეძლოთ, როგორც სწავლა, ასევე სამეცნიერო კვლევების განხორციელება უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად. თავდაპირველად მდებარეობდა კემბრიჯის შუაგულში. 1970-იან წლებში ქალაქის დასავლეთ ნაწილში ააშენეს ახალი შენობა ლაბორატორიისათვის.