From Wikipedia, the free encyclopedia
კამილა მენდესი[2] (ინგლ. Camila Mendes; დ. 29 ივნისი, 1994)[3] — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ვერონიკა ლოჯის შესრულებული როლით The CW-ის თინეიჯერულ დრამატულ სატელევიზიო სერიალში „რივერდეილი“.
კამილა მენდესი | |
---|---|
მენდესი San Diego Comic-Con-ზე, 2019 წელს. | |
დაბადების თარიღი |
29 ივნისი, 1994[1] ვირჯინია, აშშ |
ეროვნება | ბრაზილიელი |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2017-დღემდე |
დაიბადა 1994 წლის 29 ივნისს, ვირჯინიის შტატში (აშშ). არის ბრაზილიელების, გიზელ და ვიქტორ მენდესების ქალიშვილი. ბავშვობაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს, თუმცა უმეტესწილად ცხოვრობდა ფლორიდაში, სადაც ამერიკული მემკვიდრეობის სკოლა დაამთავრა. 2016 წელს მსახიობ კოულ სპროუსთან ერთად დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი.[4][5][6]. ნიუ-იორკში იგი ასევე დაუმეგობრდა ამერიკელ მომღერალს, მეგი როჯერს. 2018 წელს როჯერსის მუსიკალურ ვიდეოში „Give a Little“ გამოჩნდა.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.