From Wikipedia, the free encyclopedia
კანური (ინგლ. Kannur; ყოფილი კენანორი) ― ქალაქი და მუნიციპალური კორპორაცია ინდოეთის შტატ კერალაში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მთავარი საპორტო ქალაქიდან და კომერციული კერიდან, კოჩიდან 274 კმ-ით ჩრდილოეთით და მანგალურიდან 137 კმ-ით სამხრეთით. ბრიტანელთა კოლონიური მმართველობის პერიოდში კანური მალაბარის რაიონში შედიოდა და ცნობილი იყო როგორც კენანორი. კანური სიდიდით მეექვსე ურბანული აგლომერაციაა კერალაში. 2011 წლის აღწერით, კანურის მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 232 486 ადამიანს შეადგენს.[1][2]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
კანური | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 11°52′08″ ჩ. გ. 75°21′20″ ა. გ. |
ფართობი | 2966±1 კმ², 941 ჰექტარი |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 497 |
საფოსტო ინდექსი | 670001 |
კანური კოლათუნადუს, მალაბარის სანაპიროს ოთხი დინასტიიდან ერთ-ერთის, ადმინისტრაციული ცენტრი იყო. გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში კანური და ლაკადივის კუნძულები არაკალის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.[3] კანურის მუნიციპალიტეტი 1866 წლის 1-ელ ნოემბერს შეიქმნა, თალასერის, კოჟიკოდეს, პალაკადისა და ფორტ-კოჩისთან ერთად. 2015 წელს მას მუნიციპალური კორპორაციის სტატუსი მიენიჭა.
კანურის რეგიონში უძველესი ადამიანები ნეოლითის ხანიდან ცხოვრობდნენ, რაზეც გამოქვაბულებსა და მეგალითებში აღმოჩენილი სამარხები მოწმობს. სანგამის პერიოდში (I-V საუკუნეები) ეჟიმალის ძლიერი სამეფოს ცენტრი იყო. ანტიკური პორტი ნაურა, რომელიც Periplus of the Erythraean Sea-შია მოხსენიებული როგორც მუზირისის ჩრდილოეთით მდებარე პორტი, მიიჩნევა, რომ კანურია.[4] პლინიუს უფროსი (ახ.წ. I საუკუნე) აღნიშნავს, რომ ტინდისის პორტი კეპრობოტოსის საზღვრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა.[5] რეგიონი, რომელიც ტინდიდის პორტის ჩრდილოეთით მდებარეობდა, სანგამის ხანაში ეჟიმალის სამეფოს მიერ იმართებოდა.[6]
1887 წლამდე კანური ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიისთვის სამხედრო შტაბს წარმოადგენდა ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე. კანურს, როგორც რაიონსა და მიმდებარე ტერიტორიებს, მეტწილად კოლათირის რაჯები მართავდნენ. როდესაც კერალის შტატი შეიქმნა, რაიონს კანურის სახელი ეწოდა, რადგანაც ადმინისტრაციული დაწესებულებების სწორედ აქ მდებარეობდა. მანამდე კანური მალაბარის რაიონის ჩირაკალის ტალუკის შტაბს წარმოადგენდა. ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის მმართველობსი ხანაში კომპანია აქცენტს მადრასსა და კოჩინზე აკეთებდა, რის შედეგადაც კანურმა ძველი ბრწყინვალება დაკარგა.
კანური ზღვის დონიდან 1.02 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ლაკადივის ზღვის სანაპიროზე. ქალაქს 8 კმ-იანი სანაპირო და 3 კმ-ის სიგრძის პლაჟი აქვს. კანური კოჟიკოდეს ჩრდილოეთით, კასარგოდისა და მანგალორეს სამხრეთით, დასავლეთ გატების რეგიონების: კოდაგუსა და ვაიანადის დასავლეთით და ლაკადივის ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს. მადაის მახლობლად ვაიალაპრის ტბა მდებარეობს.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კანური ტროპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში (Am) მდებარეობს. აპრილსა და მაისში საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურა 35 °C-ს (95 °F) უდრის. ზომიერი ტემპერატურაა დეკემბერსა და იანვარში: 24 °C (75.2 °F). მალაბარის სანაპიროს სხვა ტერიტორიების მსგავსად ქალაქში ყველაზე მეტი ნალექი სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს მოდის. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 3 438 მმ-ია. ნალექების 68% ზაფხულში მოდის.[7]
ჰავის მონაცემები — კანური | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 36.7 | 37.6 | 38.5 | 38.3 | 37.7 | 36.8 | 33.0 | 33.2 | 34.0 | 35.0 | 37.0 | 35.8 | 38.5 |
საშუალო მაღალი °C | 33.1 | 33.6 | 34.2 | 34.4 | 33.5 | 30.1 | 29.2 | 29.4 | 30.4 | 31.2 | 32.4 | 32.9 | 32.0 |
საშუალო დაბალი °C | 21.5 | 22.4 | 24.2 | 25.6 | 25.3 | 23.6 | 23.1 | 23.1 | 23.3 | 23.4 | 23.0 | 21.9 | 23.4 |
რეკორდულად დაბალი °C | 16.4 | 17.8 | 19.0 | 21.7 | 20.0 | 20.6 | 20.4 | 20.7 | 20.9 | 19.4 | 17.8 | 16.1 | 16.1 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 0.7 | 0.6 | 23.8 | 52.9 | 229.4 | 995.2 | 830.5 | 541.2 | 230.3 | 270.1 | 117.3 | 28.1 | 3 320,1 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 0.2 | 0.1 | 0.8 | 2.8 | 7.7 | 23.7 | 25.5 | 21.8 | 11.2 | 11.2 | 4.9 | 1.1 | 111 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 63 | 64 | 66 | 67 | 71 | 84 | 86 | 84 | 81 | 78 | 73 | 65 | 73 |
წყარო: India Meteorological Department[8][9] |
2011 წლის აღწერის მიხედვით,[10] კანურის მოსახლეობა 232 486 ადამიანს შეადგენს.[1][11][12][13] მათგან 46.2 % კაცია და 53.8 % ― ქალი. კანურში წერა-კითხვის საშუალო მაჩვენებელი 96.23 %-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (74.04 %) აღემატება. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 98%-ის, ხოლო ქალებს შორის 94%-ის ტოლია. მოსახლეობის 12 % 6-წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.
კანურის მუნიციპალიტეტი 1866 წლის 1-ელ ნოემბერს შეიქმნა თალასერის, კოჟიკოდეს, პალაკადისა და ფორტ-კოჩის მუნიციპალიტეტებთან ერთად. ისინი შტატის მასშტაბით პირველი თანამედროვე მუნიციპალიტეტები იყო.[14] 2015 წელს კანურს მუნიციპალური კორპორაციის სტატუსი მიენიჭა.[11]
ქალაქი კანურის მუნიციპალური კორპორაციის მიერ იმართება, რომელსაც მერი ხელმძღვანელობს. ადმინისტრაციული დანიშნულებით, ქალაქი 55 ვარდად იყო, რომელთაგანაც მუნიციპალური კორპორაციის საბჭოს წევრები 5 წლის ვადით აირჩევიან. კანურის მუნიცპალური კორპორაცია ექვს ზონად იყოფა: კანური, პალიკუნუ, პუჟათი, ედაკადი, ელაიავოორი და ჩელორა.[11]
ინდური სამხედრო-საზღვაო აკადემია ეჟიმალაში მდებარეობს. 1996 წელს კერალის საკანონმდებლო ასამბლეამ კანურის უნივერსიტეტი დააარსა. ბრენენის სამთავრობო კოლეჯი პირველი კოლეჯია კანურში და 1862 წელს დაარსდა. 1986 წელს დარმასალაში დაარსდა ინჟინერიის სამთავრობო კოლეჯი, 1993 წელს კი პარიარამში სამთავრობო სამედიცინო კოლეჯი გაიხსნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.