From Wikipedia, the free encyclopedia
კარიბის გაერთიანება (CARICOM) — ორგანიზაცია, რომელშიც შედის კარიბის ზღვის აუზის 15 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდა, ამ ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებლის თანასწორად გადანაწილება და საგარეო პოლიტიკის კოორდინირება.[1] ორგანიზაციის მთავარ საქმიანობებს შორისაა ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება და დაგეგმვის განვითარება; მის იურისდიქციაში მყოფი ნაკლებ განვითარებული ქვეყნებისთვის სპეციალური გეგმების შემუშავება და განხორციელება; მრავალი წევრისთვის ერთიან ბაზრად ოპერირება და რეგიონალური სავაჭრო დავების გადაწყვეტა. სამდივნო შტაბ-ბინა განთავსებულია გაიანის დედაქალაქ ჯორჯტაუნში.
კარიბის გაერთიანება | |
---|---|
აბრევიატურა | CARICOM |
შეიქმნა | 4 ივლისი, 1973 (ჩარაგუამასის ხელშეკრულებით) |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | მთავრობათშორისი ორგანიზაცია |
მდებარეობა | კარიბის ზღვის აუზი |
წევრები |
15 სრული წევრი 5 ასოცირებული წევრი 8 დამკვირვებელი |
ენა |
ინგლისური ესპანური |
მდივანი | ირვინ ლაროკი |
კავშირები | Committee for the Coordination of Statistical Activities |
https://www.caricom.org/ |
მიუხედავად იმისა, რომ კარიბის გაერთიანება დააარსეს ძირითადად რეგიონის ინგლისურენოვანმა ქვეყნებმა, თანდათან ის მრავალენოვანი გახდა, როდესაც 1995 წლის 4 ივლისს თავის რიგებში მიიღო ნიდერლანდურენოვანი სურინამი და 2002 წლის 2 ივლისს ფრანგულენოვანი ჰაიტი. გარდა ამისა, გეგმაშია, რომ სამუშაო ენად გამოცხადდეს ესპანურიც.[2] 2012 წლის ივლისში, ორგანიცაზიამ გაავრცელა განცხადება, რომ გეგმავენ ფრანგულისა და ნიდერლანდურის ოფიციალურ ენებად გამოცხადებას.[3]
2001 წელს, წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ხელი მოაწერეს ჩაგუარამასის ხელშეკრულების შესწორებულ ვარიანტს, რომელიც საერთო ბაზრის იდეის განხორციელების გზებს სახავდა. ხელშეკრულების შესწორებული ნაწილი მოიცავდა კარიბის სასამართლოს შექმნას. 2013 წლიდან, კარიბის გაერთიანების ბლოკი დომინიკელთა რესპუბლიკასთან, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით მიბმულია ევროკომისიასთან, რაც CARIFORUM-ის სახელითაა ცნობილი.[4] ხელშეკრულება ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და CARIFORUM-ს ვაჭრობისა და ინვესტირების თვალსაზრისით თანაბარ უფლებებს აძლევს. შეთანხმების 234 თავის თანახმად, CARIFORUM-ისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტაზე ზრუნავს ევროსასამართლო.[5]
ორგანიზაციას ჰყავს 15 სრული წევრი, 5 ასოცირებული წევრი და 8 დამკვირვებელი. ასოცირებულ წევრთაგან ყველა ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.