კარლი რეი ჯეფსენი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლი რეი ჯეფსენი (ინგლ. Carly Rae Jepsen; დ. 21 ნოემბერი, 1985, მიშენი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) — კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი. ის 2007 წელს Canadian Idol-ის მეხუთე სეზონში მესამე ადგილზე გავიდა. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Tug of War.
კარლი რეი ჯეფსენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 21 ნოემბერი, 1985 (1985-11-21) (38 წლის) |
დაბ. ადგილი | Mission |
წარმოშობა | მიშენი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, დისკო, ფოლკი, პოპ-როკი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2007 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | carlyraemusic.com |
კარლი რეი ჯეფსენი ვიკისაწყობში |
მუსიკოსმა პოპულარობა მოიპოვა 2012 წელს კომპოზიციით „Call Me Maybe". ნამუშევარი წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა და სულ გაიყიდა მისი 18 მილიონზე მეტი ასლი. ნამუშევარი 19-ზე მეტ ქვეყანაში გავიდა პირველ ადგილზე. მალევე ჯეფსენმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლებთან Schoolboy Records და Interscope Records. მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, Kiss, გამოვიდა იმავე წლის ბოლოს. მან მალევე გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია „Good Time" Owl City-თან ერთად. ნამუშევარი მოხვდა ჩარტების ტოპ 10-ში კანადასა და შეერთებულ შტატებში. 2014 წელს მუსიკოსს ჰქონდა სამსახიობო დებიუტი ბროდვეის თეატრში.
მომდევნო წელს გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი, Emotion. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „I Really Like You", „Your Type" და „Run Away with Me". 2016 წელს გაახმოვანა მთავარი პერსონაჟიი ანიმაციურ ფილმში „ბალერინა“. 2019 წელს გამოუშვა კომპოზიცია „OMG" და მეოთხე სტუდიური ალბომი Dedicated. მეექვსე სტუდიური ალბომი, The Loneliest Time, გამოვიდა 2022 წლის ოქტომბერში. ჯეფსენის შემდეგი ალბომი, The Loveliest Time, გამოვიდა 2023 წლის ივლისში.
ჯეფსენს მოგებული აქვს სამი Juno Awards, სამი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო და Allan Slaight Award. ასევე მიღებული აქვს გრემის, MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების, Polaris Music Prize-ისა და People's Choice Awards-ის ნომინაციები.[2][3]