კარლ ლიბკნეხტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ ლიბკნეხტი ( გერმ. Karl Paul Friedrich August Liebknecht დ. 13 აგვისტო, 1871, ლაიფციგი — გ. 15 იანვარი, 1919, ბერლინი) — გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. კარლ პოლ ავგუსტ ფრიდრიხ ლიბკნეხტი იყო გერმანელი სოციალისტი, რომელიც თავიდან გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (SPD) მოგვიანებით კი „სპარტაკის ლიგის“ თანადამფუძნებელთა შორის აღმოჩნდა. „სპარტაკის ლიგის“ კიდევ ორი ცნობილი წარმომადგენელი - როზა ლუქსემბურგი და ვილჰელმ პიკი იყო. „სპარტაკის ლიგა“ მომავალში გერმანიის კომუნისტურ პარტიად გარდაიქმნა და შესაბამისად, კარლ ლიბკნეხტმაც გაწყვიტა კავშირი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან. მისი როლი ვაიმერის რესპუბლიკის ულტრამემარცხენე ძალების კონსოლიდაციის საქმეში დიდია. იგი გარდაცვალებამდე კომუნისტური პარტიის რამდენიმე სამხედრო-შეიარაღებულ გამოსვლას ხელმძღვანელობა. თუმცა, კარლმა სახელი რაიხსტაგში თავისი მოღვაწეობით გაითქვა, სადაც იგი კატეგორიულად უპირისპირდებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას. 1918-1919 წლებში კარლ ლიბკნეხტმა რამდენჯერმე სცადა გერმანიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადების მიზნით აჯანყების ორგანიზება. ერთ-ერთი შეტაკებისა და პატიმრობის შემდეგ „თავისუფალი კორპუსის“ (გერმ. Freikorps) დანაყოფებმა, (პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების მიერ ჩამოყალიბებულმა პარამილიტარულმა დანაყოფებმა) როზა ლუქსემბურგი და კარლ ლიბკნეხტი სიკვდილით დასაჯეს.
კარლ ლიბკნეხტი | |
---|---|
გერმ. Karl Liebknecht | |
| |
დაბადების თარიღი | 13 აგვისტო, 1871(1871-08-13)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ლაიფციგი[6] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 15 იანვარი, 1919(1919-01-15)[6] [1] [7] [8] [9] [10] [11] [12] [4] (47 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერლინი[6] [10] |
მოქალაქეობა |
გერმანიის იმპერია გერმანია[10] |
განათლება | ლაიფციგის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ვიურცბურგის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი |
მამა | ვილჰელმ ლიბკნეხტი |
მეუღლე/ები | Sophie Liebknecht |
შვილ(ებ)ი | Robert Liebknecht |