კარლ ფილიპ ემანუელ ბახი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ ფილიპ ემანუელ ბახი (გერმ. Carl Philipp Emanuel Bach); (დ. 8 მარტი, 1714 — გ. 14 დეკემბერი, 1788) — გერმანელი კომპოზიტორი. იოჰან სებასტიან ბახისა და მარია ბარბარა ბახის მეორე შვილი. კლასიკური მუსიკის სტილის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მუსიკას წერდა როკოკოსა და კლასიციზმის ეპოქაში.