From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ ფრედერიკ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Carl Frederik af Holsten-Gottorp; დ. 30 აპრილი, 1700 — გ. 18 ივნისი, 1739) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ IV-ისა და ჰედვიგ სოფია შვედის ვაჟი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი 1702-39 წლებში. ცოლად ჰყავდა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ის ასული ანა პეტროვნა, რომელთანაც შეეძინა მომავალი იმპერატორი პეტრე III.
კარლ ფრედერიკი | |
---|---|
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი | |
დაიბადა | 30 აპრილი, 1700 |
გარდაიცვალა | 18 ივნისი, 1739, (39 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ანა პეტროვნა |
შვილ(ებ)ი | პეტრე III, რუსეთის იმპერატორი |
მამა | ფრედერიკ IV, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი |
დედა | ჰედვიგ სოფია შვედი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
კარლ ფრედერიკი დაიბადა 1700 წლის 30 აპრილს. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ IV-ისა და მისი ცოლის, ჰედვიგ სოფია შვედის ერთადერთი შვილი. მას სახელი მამის, ფრედერიკ IV-ისა და ბიძის, შვედეთის მეფე კარლ XII-ის პატივსაცემად დაარქვეს. 1702 წელს მამამისი პოლონელებმა მოკლეს ბრძოლაში, რის გამოც ორი წლის კარლ ფრედერიკი ჰერცოგი გახდა, თუმცა მის ნაცვლად ქვეყანას დედამისი მართავდა. 1708 წელს, დედამისის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეურვე დეიდამისი, ულრიკა ელეონორა შვედი გახდა.
1721 წელს, დანიელებმა დაიპყრეს ჰოლშტაინ-გოტორპის საჰერცოგო და ნიშტადის ზავით კარლ ფრედერიკი საჰერცოგოდან გააძევეს. იგი ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები, რის გამოც რუსეთის საიმპერატორო კარზე ჩავიდა. იგი დანიის წინააღმდეგ ალიანსის შექმნაზე ფიქრობდა, რისთვისაც მოსკოვში იგი რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ის ასულ ანაზე დაქორწინდა.
კარლ ფრედერიკსა და ანას მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც მან სიმამრის პატივსაცემად პეტრე დაარქვა. ამის გამო, პეტრე I მას დიდი ჯარით დაეხმარა.
მას შემდეგ, რაც ბიძამისი, შვედეთის მეფე კარლ XII უშვილოდ გარდაიცვალა, კარლ ფრედერიკი შვედეთის ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ მოიაზრებოდა. თუმცა, მისი კანდიდატურა მალევე მოხსნეს და 1719 წელს შვედეთის დედოფალი დეიდამისი, ულრიკა ელეონორა გახდა.
კარლ ფრედერიკი გარდაიცვალა 1739 წლის 18 ივნისს, 20 წლის ასაკში. მისი ვაჟი, პეტრე III რუსეთის იმპერატორი გახდა და სათავე დაუდო რომანოვების ახალ დინასტიას, რომელიც რუსეთს 1917 წლამდე მართავდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.