კარმენ კასი (ესტ. Carmen Kass; დ. 14 სექტემბერი 1978) — ესტონელი სუპერმოდელი, მსახიობი და პოლიტიკოსი. პარტია Res Publica-ს წევრი, 2000 წელს იყო ევროპარლამენტში წევრობის კანდიდატი, 2004 წელს აირჩიეს ესტონეთის მოჭადრაკეთა კავშირის პრეზიდენტად.[1]

სწრაფი ფაქტები კარმენ კასიCarmen Kass, დაბ. თარიღი ...
კარმენ კასი
Carmen Kass
Thumb
დაბ. თარიღი 14 სექტემბერი, 1978 (1978-09-14) (45 წლის)
დაბ. ადგილი პაიდე, ესტონეთის დროშა ესტონეთი
სიმაღლე 178 სმ
წონა 47 კგ
მკერდი 86 სმ
წელი 61 სმ
თეძო 86 სმ
თმის ფერი წაბლისფერი
თვალები მწვანე
ეროვნება ესტონელი
დახურვა

ბიოგრაფია

კარმენი იყო არა ერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის „მის პაიდე“ და „მის იაავრამას მიწა“. ის შემთხვევით შეამჩნია იტალიური სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა ქ. პაიდის სუპერმარკეტში.[1].

ბავშვობიდან კარმენს მხოლოდ დედამისი ზრდიდა, ის ოფიციანტად მუშაობდა და თავისი ქალიშვილის მილანში წასვლა არ სურდა, ასე რომ კარმენ კასმა საკონსულოში შესვლამდე გააყალბა დედის ხელმოწერა[1].

კარიერა

კარმენ კასმა დაიწყო მუშაობა „Baltic Models“-ში 14 წლის ასაკში. შემდეგ ის გახდა ისეთი ბრენდების სახე, როგორიცაა Calvin Klein, Chanel, Chloé, Christian Dior, Donna Karan, Dsquared2, Elle Sport, Emanuel Ungaro, Emilio Pucci, Fendi, General Motors, Givenchy, Gucci, Just Cavalli, Kenzo, Mango, MaxMara, Max Factor, Mercedes, Michael Kors, Omega, Ralph Lauren, Revlon, Salvatore Ferragamo, Swarovski, Tommy Hilfiger, Valentino, Versace, Victoria's Secret და Yves Saint Laurent.

2000 წელს კარმენ კასი გახდა „VH1/Vogue“ წლის მოდელი»-ის გამარჯვებული, მისი წინამორბედი იყო ჟიზელ ბუნდჰენი.

2010 წელს განაცხადა, რომ უნდა დაასრულოს საშუალო განათლება და ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში.[2].

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.