კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისათვის
From Wikipedia, the free encyclopedia
კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისათვის, კარნეგის ფონდი — საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ანალიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი ფილიალები ვაშინგტონში, მოსკოვში, ბეირუთში, პეკინში, ბრიუსელში და ნიუ-დელიში.[1] ორგანიზაცია თავის თავს აღწერს, როგორც ერთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური საერთაშორისო ჩართულობის განვითარების მსურველს. ენდრიუ კარნეგმა ეს ორგანიზაცია 1910 წელს დააარსა და მისი საქმიანობა ოფიციალურად არ არის დაკავშირებული ამერიკის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან.
პენსილვანიის უნივერსიტეტის 2015 წლის „Go To Think Tank“-ის მოხსენებაში, კარნეგი მსოფლიოში მესამე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ინსტიტუტია,[2] ბრუკინგსის ინსტიტუტის და Chatham House-ის შემდეგ.[3] 2018 წელს კარნეგის ფონდი დასახელდა საუკეთესო დამოუკიდებელ ანალიტიკურ ცენტრად. ორგანიზაციის მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს მასაჩუსეტსის გამზირზე, საელჩოების ტერიტორიაზე, რომელიც 1989 დასრულდა არქიტექტურული ფირმის, „სმიტი, ჰინჩმენი და გრილსის“ პროექტის მიხედვით.[4]
კარნეგის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არის შეერთებული შტატების ვაჭრობის ყოფილი მდივანი პენი პრიცკერი,[5] ორგანიზაციის პრეზიდენტი არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე უილიამ ბერნსი.[6][7]