![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0e/Caterina_Murino_a_Giffoni.jpg/640px-Caterina_Murino_a_Giffoni.jpg&w=640&q=50)
კატერინა მურინო
From Wikipedia, the free encyclopedia
კატერინა მურინო (იტალ. Caterina Murino; დ. 15 სექტემბერი, 1977)[1] — იტალიელი მსახიობი. დაიბადა სიცილიაში, ქალაქ კალიარში. პატარა ასაკში ექიმობა სურდა, 1996 წელს კონკურსში „მის იტალია“ დაიკავა მეოთხე ადგილი.[2] საცხოვრებლად ლონდონში გადასვლის შემდეგ მურინო თეატრით დაინტერესდა. ესწრებოდა უესტ-ენდის თეატრს ლონდონში. იტალიაში დაბრუნების შემდეგ, კერძოდ, 1999-2000 წლებს შორის ფრანჩესკა დე საპიოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა დრამას. 2006 წელს როლი მიიღო ფილმში „კაზინო როიალი“.
სწრაფი ფაქტები კატერინა მურინო, დაბადების სახელი ...
კატერინა მურინო | |
---|---|
![]() კატერინა მურინო 2010 წელს | |
დაბადების სახელი | კატერინა მურინო |
დაბადების თარიღი |
15 სექტემბერი, 1977 კალიარი, სარდინია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2001–დღემდე |
დახურვა
2011 წლის დასაწყისში ითამაშა რუფუს სიუელთან ერთად სერიალში „ზენი“.