კახეთის მხარე - Wikiwand
For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კახეთის მხარე.

კახეთის მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადმინისტრაციული ერთეული
კახეთის მხარე
ქართ. კახეთის მხარე
ქვეყანა
 საქართველო
ადმ. ცენტრი თელავი
შიდა დაყოფა ახმეტის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი და ყვარლის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°45′00″ ჩ. გ. 45°43′00″ ა. გ. / 41.75000° ჩ. გ. 45.71667° ა. გ. / 41.75000; 45.71667
სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი
ფართობი 11309.5 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა
318 583 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 28,2 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 85,16 %
აზერბაიჯანელები 10,16 %
ქისტები 1,75 %
ოსები 0,79 %
სომხები 0,69 %
რუსები 0,60 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 85,75 %
მუსლიმები 12,14 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://www.kakheti.gov.ge/
კახეთის მხარე
ალავერდი
ალავერდი

კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA.

ადმინისტრაციული დაყოფა

კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
ახმეტის მუნიციპალიტეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თელავის მუნიციპალიტეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ყვარლის მუნიციპალიტეტი

ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 11 310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 318 583, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 28,2 კაცს. მოსახლეობის 85,16 % ქართველია, 10,16 % აზერბაიჯანელი, 4,68 % სხვა ეროვნებების წარმომადგენელი. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, მუნიციპალიტეტის გამგეობა — 8, სოფლის საკრებულო — 110. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1993 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:

ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

მოსახლეობა

ამჟამად კახეთში 320 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9 %). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 28,2 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[4] 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016 ' 2017 ' 2018 '
კახეთი 407 182
318 583
317 800
315 900
314 700
ახმეტის 41 641 31 461 31 000 30 500 30 200
გურჯაანის 72 618 54 337 53 900 53 500 53 100
დედოფლისწყაროს 30 811 21 221 21 300 21 200 21 100
თელავის 70 589 58 350 57 700 57 200 56 600
ლაგოდეხის 51 066 41 678 41 600 41 500 41 400
საგარეჯოს 59 212 51 761 52 100 52 100 52 300
სიღნაღის 43 587 29 948 30 000 29 800 29 700
ყვარლის 37 658 29 827 30 100 30 200 30 300

ეთნიკური შემადგენლობა

კახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85 %) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ქისტები, ოსები, რუსები და სომხები.

ეკონომიკა

კახეთის მხარე სასოფლო–სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ–სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. georgia-ethnic-2014
  2. georgia-religion2014
  3. „კახეთის გუბერნატორად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა“. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. Georgia division
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კახეთის მხარე
Listen to this article