From Wikipedia, the free encyclopedia
კილოგრამი (აღნიშვნა: კგ, kg) — მასის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. უდრის საერთაშორისო პროტოტიპის მასას, რომელიც ინახება ზომებისა და წონების საერთაშორისო ბიუროში (ქ. სერვი, პარიზთან) და წარმოადგენს პლატინა-ირიდიუმის შენადნობის ცილინდრს.
საზომთა მეტრული სისტემის შექმნისას, XVIII საუკუნეში კილოგრამს განსაზღვრავდნენ, როგორც 1 დმ³ გამოხდილი წყლის მასას უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (4°C), ხოლო 1799 წელს კილოგრამის პროტოტიპი დაამზადეს პლატინისაგან საწონის სახით. კილოგრამის პროტოტიპის მასა ≈ 0,028 გრამით მეტი აღმოჩნდა 1 დმ³ წყლის მასაზე. 1889 წელს მიიღეს კილოგრამის არსებული განსაზღვრა და კილოგრამის საერთაშორისო პროტოტიპად დაამტკიცეს პლატინა (90%) — ირიდიუმის (10%) შენადნობისაგან დამზადებული R-ნიშნიანი (გოთიკური მთავრული „კ“) საწონი, რომელსაც 39 მმ სიმაღლისა და დიამეტრის მქონე ცილინდრის ფორმა აქვს. პროტოტიპიდან დამზადებული 40 ასლიდან ორი (№12 და №26) გადაეცა რუსეთს. №12 ეტალონი სსრკ-ში მიღებული იყო მასის სახელმწიფო პირველად ეტალონად, ხოლო №26 — ეტალონ ასლად.
კილოგრამის ჯერადი და წილობითი ერთეულების დასახელების მისაღებად „გრამს“ უმატებენ თავსართებს: მეგაგრამი (მეგგ, Mg), მილიგრამი (მგ, mg) და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.