იოსებ სტალინის დედა From Wikipedia, the free encyclopedia
ეკატერინე (კეკე) გიორგის ასული გელაძე-ჯუღაშვილი (დ. 5 თებერვალი, 1858, ღამბარეული, გორის მაზრა — გ. 4 ივნისი, 1937, თბილისი) — იოსებ სტალინის დედა.
ეკატერინე გელაძე | |
---|---|
ეკატერინე გელაძე | |
დაბადების თარიღი |
5 თებერვალი, 1858 ღამბარეული, გორი |
გარდაცვალების თარიღი |
4 ივნისი, 1937 თბილისი |
მეუღლე(ები) | ბესარიონ ჯუღაშვილი |
შვილ(ებ)ი | მიხეილი, გიორგი, იოსებ ჯუღაშვილი |
მშობლები |
მამა: გლახა გელაძე დედა: მელანია ხომეზურაშვილი |
ეკატერინე გიორგის ასული გელაძე დაიბადა 1858 წლის 5 თებერვალს, სოფელ ღამბარეულში. კეკე გელაძე 17 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა ბესარიონ ჯუღაშვილს. მათი ორი ვაჟი დაბადებისთანავე გარდაიცვალა — მიხეილი 1875 წელს, ხოლო გიორგი 1876 წელს. მესამე შვილი იოსები შეეძინა 1878 წლის 6 (18) დეკემბერს, ხოლო მონათლეს 1878 წლის 17 (29) დეკემბერს ქალაქ გორში.
ეკატერინე გელაძე იყო უაღრესად მორწმუნე ქალი. მისი სურვილი იყო ერთადერთი ვაჟი მღვდელი გამოსულიყო და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იოსებს თბილისის სასულიერო სემინარიაში ესწავლა. ვაჟიც დედას ემორჩილებოდა და დიდი მონდომებით სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდგომ თბილისის სასულიერო სემინარიაში.
კეკე გელაძე მოესწრო იმ პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირის უზარმაზარი იმპერიის სათავეში საკუთარი ვაჟი მოექცა და გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
კეკე გელაძემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა თბილისში. გარდაიცვალა 1937 წლის 4 ივნისს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. აღსანიშნავია, რომ იოსებ სტალინი დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში არ ჩამოსულა, ის მხოლოდ ერთი წლით ადრე 1936 წელს იმყოფებოდა დედის სანახავად. კეკეს დაკრძალვის ცერემონიალს კი ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, ამიტომაც გადაწყდა მის განსასვენებლად მთაწმინდის პანთეონი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.