From Wikipedia, the free encyclopedia
კერლი კიივი (ინგლ. Kerli Kõiv; დ. 7 თებერვალი, 1987, ელვა, ესტონეთი) — პროფესიონალურად ცნობილი, როგორც კერლი. ის არის ესტონელი მომღერალი და კომპოზიტორი.
კერლი | |
---|---|
კერლი კიივი | |
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 7 თებერვალი, 1987 |
დაბ. ადგილი | ელვა, ესტონეთი |
წარმოშობა | ესტონელი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აქტიური | 2002 — დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ხელმოწერა | |
საიტი | kerlimusic.com |
კერლი ვიკისაწყობში |
კერლი კიივი დაიბადა ელვაში 1987 წლის 7 თებერვალს.[1] დედამისი, პირეტ კიივი, იყო სოციალური მუშაკი, ხოლო მამა, ტოივო კიივი, ავტომექანიკოსი.[2][3] მისი მშობლები დაშორდნენ, როდესაც ის 16 წლის იყო.[4] მისი უმცროსი და ელიისა,[5] ასევე არის მუსიკოსი, რომელიც მონაწილეობდა Eesti otsib superstaari– ის მესამე სეზონში. ბავშვობაში კერლი სწავლობდა სამეჯლისო ცეკვას რვა წლის განმავლობაში და ვარჯიშობდა კვირაში ხუთი დღე[6]. მას მუსიკა პირველად საბავშვო ბაღის მასწავლებელმა გააცნო, რომელმაც დედას უთხრა, რომ კერლი "ლამაზი ხმით" გამოირცეოდა და მას მას სურდა მისი სხვადასხვა კონკურსზე გამოყვანა.[7] რვა წლის ასაკში, კერლი დაინტერესდა კლასიკური მუსიკით და რადგან მაშინ მუსიკალური ალბომების ყიდვა ძნელი იყონ მას მხოლოდ ორი კასეტა ჰქონდა, ერთი ბონი ტაილერის, ხოლო მეორე ფილ კოლინსის.[8] მან მოთხრობების, მინი წიგნებისა და ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო, რათა "მოძალადე" ოჯახიდან "წარმოსახვით სამყაროში" წასულიყო და ყურადღება გადაეტანა.[9] 16 წლის ასაკში კერლიმ მიატოვა სკოლა, რომ მუსიკალური კარიერა დაეწყო.[10]
კერლიმ 2006 წელს კონტრაქტი დადო ლეიბლ Island Records–თან. 2007 წელს მან გამოუშვა სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ალბომი (EP), ხოლო 2008 წელს გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Love Is Dead, რომელიც ბილბორდ 200-ში მოხვდა. ალბომის მთავარი სინგლის "Walking on Air"-ს დებიუტი შედგა მრავალი ქვეყნის ჩარტში და ასევე სინგლი iTunes Store-დან 500,000-ჯერ გადმოიწერეს რაც იმ დროინდელი რეკორდია[11]. შემდეგ წლებში კერლიმ მონაწილეობა მიიღო საუნდტრეკ ალბომში Almost Alice, სადაც ჩაწერა სიმღერა "Tea Party".
Love Is Dead-ს გამოცემის შემდეგ, კერლიმ დაიწყო მეორე სტუდიური ალბომის უტოპიის წარმოება. ის იყო მისი მეორე მოკლემეტრაჟიანი ალბომი, რომელიც გამოვიდა 2013 წლის დასაწყისში, რის შემდეგაც მისი დებიუტი შედგა ბილბორდ 200-ში.[12] EP- ს ორი სარეკლამო სინგლი, "Army of Love" და "Zero Gravity" გამოვიდა ალბომის პირველი ოფიციალური სინგლის "The Lucky Ones"-ს გამოსვლამდე. სამივე სიმღერა მოხვდა Billboard's Hot Dance Club Songs- ის ჩარტის ათეულში; ორი მათგანი კი პირველ ნომერზე ავიდა. მოგვიანებით კერლიმ უტოპიისთვის დაწერილი ორი სიმღერა — "Skyscraper" და "I Feel Immortal" — მოგვიანებით დაწერეს მომღერლებმა დემი ლოვატომ და ტარჯა ტურუნენმა. მოგვიანებით კერლის მიერ ჩაწერილი "I Feel Immortal"-ს ვერსია გამოვიდა Frankenweenie Unleashed- ზე.
2013 წელს კერლი ორჯერ გამოვიდა Dancing with the Stars- ზე; Vibe- მა მის პერფორმანსს "მსოფლიო საცეკვაო მუსიკის ჟანრის მთავარი მიღწევა" უწოდა. 2013 წლის ნოემბერში, კერლიმ დატოვა ლეიბლი Island Records და გარიგება დადო Ultra Music– თან. 2019 წელს გამოვიდა კერლის მეორე სტუდიური ალბომი Shadow Works.
კერლის აქვს ბიპოლარული აშლილობა და მან თვითმკვლელობა სცადა 17 წლის ასაკში. 2011 წლის 7 ოქტომბერს ფანებთან პირდაპირ ეთერში ჩეთის დროს კერლიმ გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა თავისი თავის დაზიანების 17 წლის ასაკში ჟანგიანი ძველი მაკრატლით. მან თქვა რომ მას მხოლოდ სიკვდილი სურდა და ვერ გრძნობდა ტკივილს.[13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.