კეჩკემეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კეჩკემეტი (უნგრ. Kecskemét) — ქალაქი ცენტრალურ უნგრეთში; ქვეყნის სიდიდით მერვე ქალაქი და ბაჩ-კიშკუნის მედიეს ადმინისტრაციული ცენტრი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კეჩკემეტი Kecskemét | |||||
ქალაქის მერია და ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე | ბაჩ-კიშკუნიბაჩ-კიშკუნის მედიე|ბაჩ-კიშკუნი | ||||
კოორდინატები | 46°54′22″ ჩ. გ. 19°41′23″ ა. გ. | ||||
მერი | Klaudia Szemerey-Pataki[1] [2] [3] | ||||
ფართობი | 321,36 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 105±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 114 226 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 338,98 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +76 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6000 | ||||
ოფიციალური საიტი | kecskemet.hu | ||||
დახურვა
კეჩკემეტი მდებარეობს დედაქალაქ ბუდაპეშტისა და უნგრეთის მესამე უდიდეს ქალაქის — სეგედის შუა მონაკვეთში; ორივე მათგანისგან დაშორებულია 86 კილომეტრით. ასევე თითქმის თანაბარი მანძილები აშორებს ქვეყნის ორ უდიდეს მდინარეს — დუნაისა და ტისას. სეგედთან ერთად წარმოადგენს სამხრეთის დიდი ვაკის ცენტრს.
სახელი მომდინარეობს უნგრული სიტყვა kecske-დან, რაც „თხას“ ნიშნავს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად არეალში აღმოჩენილი ადამიანთა კვალი ხუთი ათასი წლის წინანდელია.