From Wikipedia, the free encyclopedia
კვანძი — სიჩქარის სისტემის გარეშე ერთეული. უდრის 1 საზღვაო მილს საათში: 1 კვანძი = 1 მლ/სთ=1,852 კმ/სთ=0,5144 მ/წმ.
XIX საუკუნის შუახანებამდე ხომალდის სიჩქარეს ზღვაზე ლაგით ზომავდნენ. კვანძის წარმოშობა კი სექტორული ლაგის პრინციპს უკავშირდება. ხომალდის სიჩქარე იზომება დროის გარკვეულ მონაკვეთში (ჩვეულებრივ 15 წმ ან 1 წთ.) მზომელის ხელზე გავლილი კვანძების რაოდენობით. ამასთან მანძილი მომიჯნავე კვანძებს შორის და გაზომვის დრო იმ გათვლით იქნა შერჩეული, რომ ეს ოდენობა რიცხვობრივ ეფარდებოდა ხომალდის სიჩქარეს ერთ საათში გამოხატულ საზღვაო მილებში. კვანძი და საერთაშორისო საზღვაო მილი ფართოდ გამოიყენება საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში. კვანძი ყველაზე გავრცელებული საზომი ერთეული იყო ინგლისში 1965 წლამდე, მოგვიანებით კი მილი დაერქვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.