კინგ პაუერი (სტადიონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კინგ პაუერ სტეიდიუმი (ინგ. King Power Stadium) — საფეხბურთო სტადიონი ლესტერში, ინგლისში, რომელსაც იყენებს „ლესტერ სიტი“ საშინაო მატჩების გასამართად. კინგ პაუერ სტეიდიუმი 2002 წლის 23 ივლისს გაიხსნა, ხოლო პირველი მატჩი გაიმართა 4 აგვისტოს, როდესაც „ლესტერი“ და ბილბაოს „ატლეტიკი“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (1-1). ტევადობის მიხედვით ის ინგლისის მასშტაბით მე-19 ადგილზეა (32 312). კინგ პაუერმა 2015 წელს რაგბის მსოფლიო თასის 3 შეხვედრას უმასპინძლა. ასევე 2006 წლის 3 დეკემბერს გაიმართა რაგბის ამხანაგური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის საუკეთესი თხუთმეტეული დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო თხუთმეტეულს შეხვდა. მატჩი სამხრეთ აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 32-7.