კინჩხის ჩანჩქერი
From Wikipedia, the free encyclopedia
კინჩხის ჩანჩქერი, ოკაცეს ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს სოფელ კინჩხაფერდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მ სიმაღლეზე.[2] წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქმნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდინარე საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მ-ში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური. ბუნების ძეგლია; ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი ხონი.[2]
სწრაფი ფაქტები კოორდინატები: 42°29′44″ ჩ. გ. 42°33′01″ ა. გ., მდებარეობა ...
კოორდინატები: 42°29′44″ ჩ. გ. 42°33′01″ ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 70 მ |
ტიპი | კასკადური |
დახურვა