From Wikipedia, the free encyclopedia
კიოტირო მაცურა (იაპონ. 松浦 晃一郎; დ. 29 სექტემბერი, 1937, ტოკიო, იაპონია) — იაპონელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1999-2009 წლებში.
კიოტირო მაცურა | |
იუნესკოს გენერალური დირექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1999 – 2009 | |
წინამორბედი | ფედერიკო მაიორ სარაგოსა |
მემკვიდრე | ირინა ბოკოვა |
დაბადებული | 29 სექტემბერი, 1937 ტოკიო, იაპონია |
მოქალაქეობა | იაპონია |
განათლება | ტოკიოს უნივერსიტეტი |
პროფესია | დიპლომატი |
ხელმოწერა |
დაიბადა 1937 წელს. 1959 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს აშშ-ის ჰეივერფორდის ეკონომიკური კოლეჯი. 1992-1994 წლებში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მუშაობდა დიპლომატად. 1994-1999 წლებში იყო იაპონიის ელჩი საფრანგეთში, ანდორასა და ჯიბუტში.
1999 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს იუნესკოს გენერალურ დირექტორად. 15 ნოემბერს გახდა იუნესკოს მე-9 გენერალური დირექტორი და აზიის პირველი წარმომადგენელი ამ თანამდებობაზე. 2005 წლის 12 ოქტომბერს მეორე ვადით აირჩიეს გენერალურ დირექტორად. 2008 წლიდან არის რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.