From Wikipedia, the free encyclopedia
კიჟი (რუს. Кижи) — კუნძული ონეგის ტბაში, რუსეთის ჩრდილოეთ, ევროპულ ნაწილში. მისი სიგრძე 7 კმ-ია, სიგანე 500 მ. შემოსაზღვრულია სხვა მრავალრიცხოვანი კუნძულებით (დაახლოებით 5 000), რომელთაგან უმრავლესის დიამეტრი 2 მეტრს არ აღემატება, მაგრამ ზოგიერთი მათგანის სიგრძე 35 კმ-ია. კიჟის რეგიონს ადამიანთა დასახლების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია, XVI საუკუნეში აქ 100 სოფელი მდებარეობდა.
კიჟის პოგოსტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv, v |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 62°04′00″ ჩ. გ. 35°14′17″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1990 (მე-14 სესია) |
ნომერი | 544 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
კიჟი მთელ მსოფლიოში ცნობილია ე.წ. სამარხი ეკლესიებით (პოგოსტი). მათ შორისაა XVIII საუკუნის ორი ეკლესია და რვაკუთხა კოშკი, რომელიც ხის სხვადასხვაგვარი ნაგებობებითაა შემოსაზღვრული. ასევე მოიცავს ნამდვილი ბაროკოს ფრესკებს. ღვთსიმშობლის სახელობის ეკლესია 1764 წელს აშენდა, მისი ზედა ნაწილი დაფარულია 9 ერთეული ბოლქვისმაგვარი გუმბათებით.
ეკლესიების სიახლოვეს მდებარეობს რამდენიმე სხვა რელიგიური ნაგებობა, ქარის წისქვილი (უძველესი რუსეთში) და ხის სახლები. 1960 წელს, ამ არეალში საბჭოთა ხელისუფლებამ ღია ცის ქვეშ მდებარე ხის არქიტექტურის მიზეუმი დააარსა.
1990 წელს, კიჟის უნიკალური მონუმენტები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
გუმბათის დეტალები | ღვთსიმშობლის სახელობის ეკლესია | ეკლესია და სამრეკლო |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 544 ინგლ. • რუს. • ფრ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.