კიროს II დიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
კიროს II დიდი (ძვ. სპარს. Kūruš, ბაბილ. Kuraš; დ. დაახ. ძვ. წ. 590 ან 576 — გ. აგვისტო, ძვ. წ. 530) — სპარსეთის იმპერიის დამფუძნებელი, აქამენიდთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი. დაიპყრო მიდია და ორი ირანული სამეფო გააერთიანა. მეფობდა ძვ. წ. 559 წლიდან გარდაცვალებამდე. მისი მმართველობის პერიოდში იმპერიამ მოიცვა მთელი სამხრეთ-დასავლეთი აზია და ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი, ეგვიპტედან და ჰელესპონტიდან დასავლეთით მდინარე ინდუსამდე აღმოსავლეთით, შექმნა რა უდიდესი სახელმწიფო ისტორიაში.
სწრაფი ფაქტები აქემენიანთა სპარსეთის 1-ლი მეფეთ-მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
კიროს II დიდი | |
---|---|
სპარსეთის მეფეთ-მეფე, ანშანის მეფე, მიდიის მეფე, ბაბილონის მეფე, შუმერისა და აქადის მეფე, მსოფლიოს ოთხი კუთხის მეფე | |
აქემენიანთა სპარსეთის 1-ლი მეფეთ-მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | უცნობია |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | თამანდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე: | კამბისე II |
სპარსეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 559 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | კამბისე I |
მემკვიდრე: | კამბისე II |
მიდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 550 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | ასტიაგე |
მემკვიდრე: | კამბისე II |
ლიდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 547 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | კრეზი |
მემკვიდრე: | კამბისე II |
ბაბილონის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ.წ. 539 |
მმართ. დასასრული: | ძვ.წ. 530 |
წინამორბედი: | ნაბონიდი |
მემკვიდრე: | კამბისე II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ.წ. 600 ან ძვ.წ. 576 |
დაბ. ადგილი: | ანშანი, სპარსეთი |
გარდ. თარიღი: | 4 დეკემბერი, ძვ.წ. 530 |
გარდ. ადგილი: | სირდარიას გასწვრივ, სპარსეთი იმპერია |
მეუღლე: | კასანდანე, ამიტის შაჰბანუ |
შვილები: | კამბისე II, ბარდია, არტისტონი, ატოსა, როქსანა |
დინასტია: | აქემენიდები |
მამა: | კამბისე I |
დედა: | მანდანა მიდიელი |
დახურვა
მისი წარმომავლობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს: ერთი ვერსიით, კიროსი, მიდიის სახელმწიფოში შემავალი პერსიდის მეფის კამბისე I-სა და ასტიაგეს ასულის მანდანეს შვილი იყო, მეორე ვერსიით კი, მეფური წარმოშობის არ ყოფილა.