კიტილია
From Wikipedia, the free encyclopedia
კიტილია ({{lang-fi|Kittilä}) — მუნიციპალიტეტი მთიანი ლაპლანდიის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 6 673 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 8 262.97 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 0.82 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტი არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს. კიტილია ცნობილია იმით, რომ ფინეთის მასშტაბით ყველაზე დაბალი ტემპერატურა [მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა, -51.5 °C (−60.7 °F), 1999 წლის იანვარში. შუაღამის მზე ჰორიზონტზე მაღლაა 29 მაისიდან 16 ივლისამდე. პოლარული ღამე 14 დეკემბრიდან 29 დეკემბრამდე გრძელდება.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
კიტილია ფინ. Kittilä[1] | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
კოორდინატები | 67°39′11″ ჩ. გ. 24°54′41″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1854 | ||
ფართობი | 8263.15 კმ², 8095.28 კმ², 167.87 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ფინური ენა[2] | ||
მოსახლეობა | 6 421 (31 დეკემბერი, 2017)[3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
ოფიციალური საიტი | https://kittila.fi/ და https://kittila.fi/en | ||
| |||
დახურვა