From Wikipedia, the free encyclopedia
კიტიონი[1] (ძვ. ბერძნ. Κίτιον, ფინიკ. 𐤊𐤕 kt ან 𐤊𐤕𐤉 kty,[2] ლათ. Citium[3]) — ძველი ქალაქი კუნძულ კვიპროსზე, ახლანდელ ქალაქ ლარნაკასთან ახლოს, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის სანაპიროზე. ყველაზე ადრეული ნაშთები განეკუთვნება მიკენური ხანის ბერძნულ კოლონიას (დაახლ. ძვ. წ. 1400–1100 წწ.).[4] შემდგომში გახდა ფინიკიელთა კოლონია. ძველბერძნული სახელი წარმოშობილია ფინიკიურიდან.[2] ბიბლიაში მოხსენიებული „ქითიმი“, რომელიც ამ სახელს უკავშირდება, მთლიანი კუნძულის აღსანიშნავადაც გამოიყენება. აღმოჩენილ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ივარაუდება, რომ კიტიონი ტვიროსს ექვემდებარებოდა. ასურეთის მეფე სარგონ II-ის აქ აღმოჩენილი სტელა მიუთითებს იმაზე, რომ ასურელთა მმართველობის პერიოდში (ძვ. წ. 709–668 წწ.) ქალაქი კვიპროსის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ძვ. წ. 499, 386 და შემდგომი წლების, ასევე 353 წლის ბერძენთა აჯანყებების დროს კიტიონი სპარსელთა ერთგულებას ინარჩუნებდა. მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგაც. თუმცა არაერთხელ დაზარალდა მიწისძვრების გამო. შუა საუკუნეებში ნავსადგური ლამით ამოივსო, მოსახლეობა კი გადასახლდა იქ, სადაც ახლა ლარნაკაა.[4]
კიტიონი | |
---|---|
ძვ. ბერძნ. Κίτιον | |
ქვეყანა | კვიპროსი |
კოორდინატები | 34°55′23″ ჩ. გ. 33°37′49″ ა. გ. |
ისტორია | |
დაარსების დრო | დაახლ. ძვ. წ. XIII საუკუნე |
დამაარსებელი | მიკენელები |
პერიოდები | ანტიკური ხანა |
მიტოვების დრო | შუა საუკუნეები |
კულტურები | ძველბერძნული, ფინიკიური |
კიტიონი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.