![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
კლდეკარი
მთა საქართველოში, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე / From Wikipedia, the free encyclopedia
კლდეკარი — მწვერვალი და ხელოვნური კარის მსგავსი გასასვლელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპისა და ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის თხემზე, მდინარეების თეძამისა და ალგეთის წყალგამყოფზე, მანგლისიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე. კლდეკარი აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებითა და ტუფ-ბრექჩიებით. მწვერვალის მიდამოები შემოსილია ალპური და შერეული ტყით. კლდეკარის მახლობლად ქედის თხემზე განლაგებულია კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდეკარი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები კლდეკარი ...
კლდეკარი | |
---|---|
კოორდინატები: 41°44′35″ ჩ. გ. 44°12′39″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | კასპის მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2000 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტი და ტუფ-ბრექჩია |
![]() |
დახურვა