კოლოსეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კოლოსეუმი (ლათ. colosseus — „უზარმაზარი, კოლოსალური“), ფლავიუსების ამფითეატრი (ლათ. Amphitheatrum Flavium) — გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 - 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო 70-სა - 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი რამდენიმეჯერ დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/53/Colosseum_in_Rome%2C_Italy_-_April_2007.jpg/640px-Colosseum_in_Rome%2C_Italy_-_April_2007.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a5/Colosseum_at_night.jpg/640px-Colosseum_at_night.jpg)