კომეტის კუდი
მახასიათებლები, რომლებიც დაიმზირება კომეტებთან, როდესაც ისინი მზის შუქით არიან განათებული / From Wikipedia, the free encyclopedia
კომეტის კუდი და კომა — მახასიათებლები, რომლებიც დაიმზირება კომეტებთან, როდესაც ისინი მზის შუქით არიან განათებული. დედამიწიდან მისი ხილვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც კომეტა შიდა მზის სისტემაში ჩაივლის. შიდა მზის სისტემასტან მიახლოებისას, მზის რადიაცია მისი შემადგენელი ელემენტების აორთქლებას იწვევს, რომლებიც მტვრის სახით მას კუდივით სდევენ თან. განცალკევებული კუდები ფორმირდება მტვრისა და გაზისგან, რომლებიც დედამიწიდან სხვადასხვანაირი ფენომენების სახით ჩანს. მტვერი მზის სხივებს პირდაპირ ირეკლავს, გაზი კი იონიზაციის გზით ხურდება. კომეტათა უმრავლესობის ხილვა ტელესკოპის გარეშე შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე ათწლეულში ერთხელ, ზოგიერთი კომეტა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად ჩანს.