კონოტოპის ბრძოლა ან სოსნივკას ბრძოლა — ბრძოლა კოალიციასა, რომელსაც[19] ხელმძღვანელობდა უკრაინელი კაზაკების ჰეტმანი ივან ვიჰოვსკი, და რუსეთის სამეფოს[6] სამხედრო დანაყოფებს შორის, რომლებსაც მეტაურობდნენ სიმიონ პოჟარსკი და სიმიონ ლვოვი, მათ მხარს უჭერდნენ ივან ბეზპალის კაზაკები.[20] 1659 წლის 29 ივნისს, ქალაქ კონოტოპთან, უკრაინა, რუსეთ-პოლონეთის ომის დროს (1654–1667). ვიჰოვსკის კოალიციამ დაამარცხა რუსები და მათი მოკავშირეები და აიძულა რუსეთის მთავარი არმია შეეწყვიტა კონოტოპის ალყა. თუმცა ბრძოლის შედეგმა მხოლოდ გააძლიერა პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაში და გამოიწვია ვიჰოვსკის ხელისუფლებადან რამდენიმე თვის შემდეგ გადაყენება.
სწრაფი ფაქტები კონოტოპის ბრძოლა, თარიღი ...
დახურვა