საბჭოთა ნიადაგთმცოდნე და აგროქიმიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე კაეტანის ძე გედროიცი (რუს. Константин, Каетанович Гедройц; დ. 6 აპრილი [ ძვ. სტ. 25 მარტი] 1872, ბენდერი, მოლდოვა — გ. 5 ოქტომბერი 1932, მოსკოვი) — საბჭოთა ნიადაგთმცოდნე და აგროქიმიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929).
კონსტანტინე გედროიცი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 მარტი (6 აპრილი), 1872 |
დაბ. ადგილი | ბენდერი |
გარდ. თარიღი | 5 ოქტომბერი, 1932[1] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, საბჭოთა რუსეთი[1] |
დასაფლავებულია | ვედენსკოეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთი სსრკ |
საქმიანობა | ქიმიკოსი, გეოლოგი და ნიადაგთმცოდნე |
მუშაობის ადგილი | სატყეო ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | სატყეო ინსტიტუტი |
1898 წელს დაამთავრა პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტი, 1903 წელს — პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1918–1928 წლებში იყო ნიადაგის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1928–1930 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1918–1930 წლებში პეტროგრადის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი; 1927 წელს აირჩიეს ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად.
საყურადღებო გამოკვლევები აქვს ნიადაგის კოლოიდურ ქიმიაში. გედროიცმა ნიადაგში გამოჰყო „შთანმთქავი“ ანუ კოლოიდური კომპლექსი, რომელიც შედგება მაღალდისპერსიული მინერალური, ორგანულ-მინერალური და ორგანული ნაწილაკებისაგან; ახლებურად გააშუქა ნიადაგის გენეზისის საკითხები, აგრეთვე ნიადაგის ბევრი მნიშვნელოვანი თვისება, შეიმუშავა ნიადაგების კლასიფიკაციის ახალი პრინციპები, გამოიკვლია მათი ბიცობებისა და სოლოდების წარმოშობა და შექმნა ამ ნიადაგების მელიორაციის თეორია. ვ.ი. ლენინის სახელობის პრემია (1927).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.