კორეის ეროვნული მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორეის ეროვნული მუზეუმი — სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კორეის ისტორიისა და ხელოვნების, ასევე არის კულტურული ორგანიზაცია, რომელიც წარადგენს კორეას.1945 წელს მისი დაარსების დღიდან[1] ის ემსახურება სხვადასხვა კვლევით საქმიანობებს სხვადასხვა სფეროში: არქეოლოგია, ისტორია და ხელოვნება, რომელიც მუდმივად ვითარდება გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხარჯზე.
2012 წელს გამოცხადდა, რომ 2005 წელს მუზეუმის იონგსანის რაიონში გადატანის შემდეგ დამთვალიერებლის რაოდენობამ ოც მილიონს მიაღწია, წლიური შემოსავალი კი სამ მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამან განაპირობა მისი აღიარება ერთ-ერთ ყველაზე მეტად ნახვად ხელოვნების მუზეუმად მსოფლიოში, აზიაში მესამე ყველაზე ნახვად მუზეუმად, ხოლო სამხრეთ კორეაში ის პირველ ადგილზე გავიდა.[2][3] 2011 წელს სეულის მიტროპოლიტი მთავრობის გამოკითხვის შედეგად, რომელშიც დაახლოებით 2000-მა უცხოელმა სტუმარმა მიიღო მონაწილეობა დადგინდა, რომ ტურისტებისთვის კორეის ეროვნული მუზეუმის სტუმრობა ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა სეულში.[4] ის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია აზიაში.