კორჟენევსკაიას პიკი
მწვერვალი მეცნიერებათა აკადემიის ქედის ჩრდილოეთ-დასავლეთ შტოქედზე / From Wikipedia, the free encyclopedia
კორჟენევსკაიას პიკი (ტაჯ. Қуллаи Корженевскӣ) — მწვერვალი მეცნიერებათა აკადემიის ქედის ჩრდილო-დასავლეთ შტოქედზე. მდებარეობს ტაჯიკეთში, მუშკეტოვის მყინვარის სათავეში. სიმაღლე 7105 მ.[1] ისმაილ სამანის პიკიდან მდებარეობს 13 კილომეტრში. მწვერვალი აღმოაჩინა 1910 წელს რუსმა გეოგრაფმა ნიკოლოზ კორჟენევსკიმ.[2] სახელი ეწოდა ნიკოლოზ კორჟენევსკის მეუღლის ევგენია კორჟენევსკაიას პატივსაცემად. ასვლის პირველი ცდა ეკუთვნით ა. ჯაფარიძესა და ნ. გუსაკს. პირველი ასვლა განხორციელდა 1953 წელს ალექსი უგაროვის ხელმძღვანელობით.
სწრაფი ფაქტები კორჟენევსკაიას პიკი ...
კორჟენევსკაიას პიკი | |
---|---|
კორჟენევსკაიას პიკი | |
კოორდინატები: 39°03′20″ ჩ. გ. 72°01′26″ ა. გ. | |
ქვეყანა | ტაჯიკეთი |
სიმაღლე | 7105 მ |
ქედი | მეცნიერებათა აკადემიის ქედი |
დახურვა