From Wikipedia, the free encyclopedia
კოსმოსური ოპერა — სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრი, რომელშიც ყურადღება მეტწილად გამახვილებულია კოსმოსურ საბრძოლო მოქმედებებზე და მელოდრამატულ თავგადასავლებზე. მოქმედების ადგილი ასეთ ნამუშევარში, როგორც წესი, არის ღია კოსმოსი. ორიგინალური ტერმინი Space opera არ უკავშირდება მუსიკას - იგი მომდინარეობს „ცხენის ოპერიდან“, ტერმინიდან, რომელიც მუნჯი კინოს ეპოქაში ჩამოყალიბდა და აღნიშნავდა კლიშეებით სავსე ფილმს. კოსმოსური ოპერები 1930-იან წლებში გაჩნდა და გავრცელდა ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში, კომიქსებსა და ვიდეო თამაშებში.
ჟანრის აღსანიშნავი წიგნებია: სერია „დაარსება“ (1942–1999, აიზეკ აზიმოვი) და „ენდერის თამაში“ (1985-დღემდე, ორსონ სკოტ კარდი). კინემატოგრაფიაში ადრეული პერიოდის აღსანიშნავი კოსმოსური ოპერაა „ფლეშ გორდონი“ (1936-დღემდე, ალექს რეიმონდი). 1970-იანების ბოლოს ჟანრისადმი დიდი ინტერესი გამოიწვია „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზის (1977-დღემდე, ჯორჯ ლუკასი) გამოჩენამ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.