კრაქსისებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრაქსისებრნი, გოკო (ლათ. Cracidae) — ფრინველების ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. ტანად დიდი და საშუალო ფრინველებია, სხეულის სიგრძეა 20-40 სმ. ოჯახში 44 სახეობაა. გავრცელებულია ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში, მექსიკიდან ჩრდილოეთ არგენტინამდე. დებენ 2-3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 22-29 დღემდე. კრაქსისებრნი იკვებებიან მწერებით და მცენარეთა ნაყოფით. აღსანიშნავია დიდი კრაქსი (Crax rubra), ქოჩორა კრაქსი (Crax alector) და პენელოპე (Penelope purpurascens). სანადირო ობიექტია.
სწრაფი ფაქტები კრაქსისებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კრაქსისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრშუბლა პენელოპე (Penelope jacquacu) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cracidae (Vigors, 1825) | ||||||||||||
|
დახურვა