კუინზლენდი
From Wikipedia, the free encyclopedia
კუინზლენდი (ინგლ. Queensland) — ავსტრალიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე შტატი. ამ რეგიონის პირველი მოსახლეები ავსტრალიელი აბორიგენები იყვნენ, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ აქ დასახლდნენ 40 000 — 65 000 წლების წინ. შემდგომში ევროპელი კოლონისტების მოსვლის შემდეგ შეიქმნა ბრიტანეთის კოლონია. 1859 წლამდე ახალი სამხრეთ უელსის შტატის ნაწილი იყო. სახელი დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად მიიღო, რომელმაც 1859 წლის 6 ივნისს ხელი მოაწერა ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიის ნაწილზე ახალი შტატის შექმნის ბრძანებას. ეს თარიღი დღეს აღინიშნება, როგორც კუინზლენდის დღე.
| |||
დევიზი: „გულადი, მაგრამ ერთგული“ | |||
მეტსახელი: „მზის ნათების შტატი“ | |||
დედაქალაქი | ბრიზბენი | ||
ფართობი * საერთო * ხმელეთი * წყალი |
1 852 642 კმ² (მე-2 ადგილი) 1 730 648 კმ² 121 994 კმ² (6,58%) | ||
მოსახლეობა (2011) * რაოდენობა * სიმჭიდროვე |
4 332 739 (მე-3 ადგილი) 2,50/კმ² (მე-5 ადგილი) | ||
დროის სარტყელი | UTC+10:00 | ||
პარლამენტი * წარმომადგენელთა რაოდენობა * სენატორების რაოდენობა |
29 12 | ||
აბრევიატურა * საფოსტო * ISO 3166-2 |
QLD AU-QLD | ||
ვებ-გვერდი |
{{{ვებ-გვერდი}}} |
შტატის დედაქალაქის ბრიზბენის ტერიტორია თავიდან იყო კატორღა მორტონ-ბეი, რომელიც გამოიყენებოდა ახალ სამხრეთ უელსში ხელმეორედ ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებული დამნაშავეებისათვის. შემდგომში შტატის ხელისუფლება ხელს უწყობდა თავისუფალი დასახლებების შექმნას, რამაც დააჩქარა სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების განვითარება.