კუნდის კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
კუნდის კულტურა — ძვ. წ. VIII-V საუკუნეების მეზოლითური კულტურა. გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში პოლონეთიდან ლენინგრადის ოლქამდე და სამხრეთ ფინეთამდე[1]. განვითარდა სვიდერის კულტურის ბაზაზე და გადაიზარდა ნარვის კულტურაში. კუნდის კულტურის პულის დასახლება ითვლება ადამიანის ყველაზე უძველეს სამოსახლოდ ესტონეთის ტერიტორიაზე. ბელარუსის ტერიტორიაზე აღნიშნული კულტურის დასახლების 2 ნიმუშია[2].
კულტურის წარმომადგენლები წარმოების იარაღების დასამზადებლად გამოიყენებდნენ რქასა და ძვალს. მიცვალებულებს კრძალავდნენ გამართულ მდგომარეობაში ცალკე ან ჯგუფურად[2].