ლასხედარის მყინვარი
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ლასხედარის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის აუზში. მყინვარ ტვიბერის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 2,1 კმ, ფართობი 1,4 კმ². საზრდოობს მწვერვალ ბაშილსა და ლასხედარის უღელტეხილის სამხრეთ კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებით და ზვავებით. ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია მორენული მასალით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლასხედარი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ლასხედარის მყინვარი ...
კოორდინატები: 43°09′03″ ჩ. გ. 42°53′37″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 1,4 კმ² |
სიგრძე | 2,1 კმ |
ტიპი | ხეობური |
დახურვა