From Wikipedia, the free encyclopedia
ლატა მანგეშკარი (ჰინდი: लता मंगेशकर; დ. 28 სექტემბერი, 1929, ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი — გ. 6 თებერვალი, 2022, მუმბაი) — ინდოელი მომღერალი ქალი, რომელმაც თავის კარიერაში 20 ათასზე მეტი სიმღერა შეასრულა, რითაც გინესის რეკორდთა წიგნში შევიდა და, მიუხედავად პოპ-მუსიკაში მოღვაწეობისა, ერთადერთმა ინდოეთის კლასიკური შემოქმედებისთვის უზენაესი ჯილდო მიიღო.
ლატა მანგეშკარი | |
---|---|
ლატა მანგეშკარი 2008 წელს | |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1929 ინდორი, მადჰია-პრადეში, ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი |
6 თებერვალი, 2022 (92 წლის) მუმბაი, ინდოეთი |
ეროვნება | ინდოელი |
საქმიანობა |
მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, პროდიუსერი |
აქტიური | 1942–2022 |
მშობლები |
მამა: დინანათ მანგეშკარი დედა: შევანტი მანგეშკარი |
ნათესავები |
აშა ბროსლი (და) უშა მანგეშკარი (და) მიინა მანგეშკარი (და) რიდეინატ მანგეშკარი (ძმა) |
ჯილდოები |
Bharat Ratna (2001) Padma Vibhushan (1999) Dadasaheb Phalke Award (1989) Padma Bhushan (1969) |
ლატა მანგეშკარმა სიმღერები შეასრულა თითქმის ყველა ფილმში, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ინდოეთიდან შემოვიდა. სამშობლოში იგი აღიარებულია, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი ვოკალისტი, ”მელოდიის დედოფალი”, ინდუიზმის მიმდევრებისთვის ლატა მანგეშკარი ხელოვნების ქალღმერთ სარასვატის განსახიერებაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.