ლატფარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლატფარი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, ლატფარის უღელტეხილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარეების ლამუშურისწყლისა და ხეშკურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადები) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3140 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით და კვარციტებით. კალთები დამრეცია, შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლატფარი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ლატფარი ...
ლატფარი | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′44″ ჩ. გ. 42°57′25″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 3140 მ |
ქედი | სვანეთის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი |
დახურვა