ლაქუცა
მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ლაქუცა, ლაქუცა-ლაარტყალი — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების, მდინარეების ადიშჭალისა და ხალდეჭალის (ენგურის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4310 მ. აგებულია ქვედა პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1931 წელს ალპინისტ შოთა მიქელაძის ხელმძღვანელობით.
სწრაფი ფაქტები ლაქუცა ...
ლაქუცა | |
---|---|
კოორდინატები: 43°00′55″ ჩ. გ. 43°01′29″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4310 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი და კრისტალური ფიქალი |
დახურვა