ლედი გაგას ვიდეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას გამოშვებული აქვს სამი ვიდეო ალბომი და 28 მუსიკალური ვიდეო. სადებიუტო ალბომიდან — The Fame (2008) მან გამოუშვა ექვსი მუსიკალური ვიდეო, მათ შორის არის ვიდეოები სინგლებზე — „Just Dance“, „Poker Face“ და „Paparazzi“. სადებიუტო ალბომის ხელახალი გამოცემიდან — The Fame Monster (2009) გამოუშვა სამი მუსიკალური ვიდეო. სიმღერაზე „Bad Romance“ გადაღებულმა ვიდეომ გაიმარჯვა გრემის დაჯილდოებაზე ნომინაციაში საუკეთესო ვიდეო და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე გაიმარჯვა რეკორდული რაოდენობის 7 ნომინაციაში, მათ შორის წლის ვიდეოში.[1][2] ალბომის მეორე სინგლზე — „Telephone“ გადაღებული ვიდეო არის „Paparazzi“-ს გაგრძლება, რომელიც ერთად ქმნის მოკლემეტრაჟიან ფილმს. ვიდეო ასევე წარდგენილი იყო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე წლის ვიდეოს ნომინაციაში, რითაც გაგა გახდა პირველი ქალი შემსულებელი MTV-ს ისტორიაში რომლის ორი ვიდეო ერთ წელს იქნა წარდგენილი წლის ვიდეოზე. 2015 წლის იანვარში ჟურნალმა ბიბორდი ვიდეო 2010-იანი წლების საუკეთესო ვიდეოდ დაასახელა.[1][3] ალბომის მესამე სინგლზე — „Alejandro“ გადაღებულმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება და კირიტკა დაიმსახურა, კათოლიკურმა ლიგამ გაგა მკრეხელობაში დაადანაშაულა.[4]
გაგას მეორე სტუდიური ალბომის — Born This Way (2011) პირველ ამავე სახელწოდების სინგლზე სიურეალიზმით შთაგონებულ ვიდეოში ნაჩვენებია ახალი რასის დაბადება. ვიდეომ MTV-ს მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ქალი შემსრულებლის ვიდეოს და საუკეთესო სოციალური მესიჯის ნომინაციებში.[5] ალბომის მეორე სინგლზე — „Judas“ გადაღებული ვიდეო ბიბლიური სიუჟეტის სახისაა, სადაც მსახიობი ნორმან რიდუსი განასახიერებს იუდა ისკარიოტელს და გაგა განასახიერებს მარიამ მაგდალინელს. ვიდოეში ასახულია მათი თანამედროვე მისიონერობა მოციქულებთან ერთად იერუსალიმში. 2011 წლის დასასრულს გაგამ გამოუშვა ავტობიოგრაფიული ვიდეო სიმღერა — „Marry the Night“ რომელშიც გადმოცემულია გაგას ადრეული წლების ისტორია, თუ როგორ მოიპოვა წარმატება რეგრესთან ერთად.
2013 წელს გაგამ გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი — ARTPOP, რომლის პირველ სინგლზე — „Applause“ გადაღეულ ვიდეოში ნაჩენებია სხვადახსვა მხატვრული სცენები, მათ შორის გაცოცხლებულია რენესანსის ეპოქის მხატვარ სანდრო ბოტიჩელის ცნობილი ტილო ვენერას დაბადება. ალბომის მესამე სინგლზე — „G.U.Y.“ გაგამ გადაიღო 11 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2014 წელს გაგამ ითანამშრომლა ჯაზის მომღერლ ტონი ბენეტთან და გამოუშვა ჯაზის სტანდარტების ალბომი Cheek to Cheek, ალბომიდან გაგამ გამოუშვა ოთხი სტუდიური ვიდეო სადაც ნაჩვენებია ალბომზე მუშაობის ამსახველი კადრები. 2015 წელს გაგამ გამოუშვა ვიდეო სიმღერაზე — „Til It Happens to You“ რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას საუნივერსიტეტო კამპუშებში. მომღერლის მეხუთე სტუდიური ალბომი — Joanne გამოვიდა 2016 წელს, რომლიდანაც გაგამ გამოუშვა ტრილოგია სიმღერებზე — „Perfect Illusion“, „Million Reasons“ და „John Wayne“, სამივე ვიდეო ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
გაგას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სატელევიზიო შოუებში, მათ შორის არის მთავარი როლი ანიმაციურ სერიალში — სიმფსონები სადაც გაახმოვანა საკუთარი თავი. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში და სატელევიზიო რეკლამებში. 2011 და 2013 წლებში გაგამ ჩაწერა მადლიერების დღის სპეციალური შოუები — A Very Gaga Thanksgiving და Lady Gaga and the Muppets' Holiday Spectacular. 2015 წელს საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალ ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეხუთე სეზონში — სასტუმრო გაგამ შეასრულა მთავარი როლი რომლისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო, 2016 წელს გაგამ ასევე მიიღო მონაწილეობა სერიალის მეექვსე სეზონში — როანოკი.