ლემურია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლემურია — მითური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ინდოეთის ოკეანეში ლემურიის, როგორც მაღალი ცივილიზაციის მატარებელი მიწის შესახებ გადმოცემები, მსოფლიოს ბევრი ხალხის თქმულებებშია დაცული.
ლემურიელები და ლემურია — დაკარგული კონტინენტია. ფილოსოფოს რუდოლფ შტაინერის მტკიცებით, მსოფლიო ისტორიის საიდუმლო სამალავი — აკაშის ქრონიკები — გვაუწყებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი წინაპრები ლემურიელები იყვნენ.