ლეოპოლდ ფონ რანკე
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეოპოლდ ფონ რანკე (გერმ. Leopold von Ranke; დ. 21 დეკემბერი, 1795, ვიე, ახლანდ. თიურინგია, გერმანია, — გ. 23 მაისი, 1886, ბერლინი) — გერმანელი ისტორიკოსი, რომელმაც დაამკვიდრა ისტორიული წყაროების კრიტიკული კვლევის მეთოდი და სწავლების წარმართვის სემინარული წესი. რანკე თვლიდა, რომ ობიექტური ისტორიული ფაქტების გამოვლენა საარქივო დოკუმენტებშია შესაძლებელი; რაც დოკუმენტირებული არ იყო, ის არც ისტორიისთვის არსებობდა. ის მიიჩნევდა, რომ ისტორიული წყაროს სწორი გამოყენება მოითხოვდა ტექსტის ფილოლოგიურ ანალიზს, ავთენტურობის დადგენას და სხვა კრიტიკულ მიდგომებს. რანკეს მეცნიერულმა და პედაგოგიურმა მეთოდებმა დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნის დასავლეთ ევროპულ ისტორიოგრაფიაზე. ნაწილაკი „ფონ“ რანკეს გვარს 1865 წელს ისტორიკოსის არისტოკრატულ რანგში აყვანის შემდეგ დაემატა.
ლეოპოლდ ფონ რანკე | |
---|---|
გერმ. Leopold von Ranke | |
დაბ. თარიღი | 21 დეკემბერი, 1795(1795-12-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] ან 20 დეკემბერი, 1795(1795-12-20)[9] |
დაბ. ადგილი | Wiehe[6] |
გარდ. თარიღი | 23 მაისი, 1886(1886-05-23)[1] [2] [3] [10] [4] [5] [6] [7] [8] [9] (90 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი[11] [6] |
დასაფლავებულია | Sophienkirche |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | ისტორიკოსი[1] [12] , სამეცნიერო მუშაკი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[13] |
მუშაობის ადგილი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლაიფციგის უნივერსიტეტი და Landesschule Pforta |
განთქმული მოსწავლეები | Albert Hauck |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
მეუღლე | Clarissa Graves |
შვილ(ებ)ი | Otto von Ranke[14] , Maximiliane von Ranke[14] , Fridhelm von Ranke[14] და Albrecht von Ranke[14] |
ჯილდოები | ბერლინის საპატიო მოქალაქე, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის |